ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი

Reuters: ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი

ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. ისრაელის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპმა ჩარევა გადაწყვიტა, თუმცა მასშტაბები და ვადები გაურკვეველი რჩება,” - წერს სააგენტო.

ასევე აღინიშნება, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. დიდ ბრიტანეთს ასევე გაჰყავს პერსონალი კატარში მდებარე ავიაბაზიდან აშშ-ის მოსალოდნელ დარტყმებამდე. აღინიშნება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ამაზე კომენტარები არ გაუკეთებია.

„ყველა სიგნალი იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, მაგრამ ეს ადმინისტრაცია სწორედ ასე იქცევა, რათა ყველა ყურადღებით იყოს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია,” - განაცხადა დასავლეთის სამხედრო მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.