ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია

თეთრი სახლის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია

დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპს ძალიან კარგად გამოსდის, არის ის, რომ ყველა შესაძლებლობას ძალაში ტოვებს და ავიაიერიშები შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განიხილება. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია და ეს ირანზე კარგად არავინ იცის“, - განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-მა ირანისგან გზავნილები მიიღო და დონალდ ტრამპი „მათი შესწავლით დაინტერესებულია“.

„ის, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ისმენთ, განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომელსაც ადმინისტრაცია კერძო კომუნიკაციით იღებს“, - აღნიშნა ლევიტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.