ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: ირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს

ირანი გასული ღამის თავდასხმის შემდეგ ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ირანის ხელისუფლების ანონიმურ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის მხრიდან თავდასხმის შეზღუდული მასშტაბი და ირანის მდუმარება, სავარაუდოდ, დიპლომატების წარმატებულ ძალისხმევაზე მიანიშნებს, რომლებიც ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მუშაობდნენ.
"შემთხვევის უცხოური წყარო არ დადასტურებულა. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი გარე შეტევა და დისკუსია უფრო მეტად იხრება ინფილტრაციისკენ, ვიდრე თავდასხმისკენ". - უთხრა ირანის ხელისუფლების წყარომ Reuters-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს ისრაელმა ისპაჰანში, ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა. 13 აპრილს ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმა მოსალოდნელი იყო. როგორც ცნობილია, ისპაჰანში აღნიშნული სამხედრო ბაზის გვერდით ბირთვული ინფრასტრუქტურა მდებარეობს, რამაც თავდასხმის მნიშვნელობა გაზარდა.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.