არქივი19 აპრილი, 2024, 13:36
ირანის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ, თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს - Reuters
ირანის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ, თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ თავდასხმის შეზღუდული მასშტაბი და ირანის მდუმარე პასუხი, როგორც ჩანს, მიანიშნებს დიპლომატების წარმატებულ ძალისხმევაზე, რომლებიც განუწყვეტლად მუშაობენ ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად
ამერიკული მედიის ცნობით, ღამით ისრაელმა „შეზღუდული“ საპასუხო დარტყმა განახორციელა ირანში სამიზნეებზე. აფეთქებები ქალაქ ისპაჰანთან მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.