ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - თეთრმა სახლმა რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციის ჟურნალისტი დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა

Reuters - თეთრმა სახლმა რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციის ჟურნალისტი დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა

თეთრმა სახლმა რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციის ჟურნალისტი დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თეთრმა სახლმა Associated Press-ის ფოტოგრაფს, Reuters-ის, HuffPost-ისა და გერმანული Der Tagesspiegel-ის რეპორტიორებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი შეხვედრის გაშუქების უფლება არ მისცა.
ცნობისთვის, სამშაბათს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ თეთრი სახლი თავად განსაზღვრავდა იმას, თუ რომელ მედიასაშუალებებს მიანიჭებდა პრეზიდენტთან წვდომის უფლებას.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, ტრადიციული მედიასაშუალებები დონალდ ტრამპის ყოველდღიურად გაშუქებას კვლავ შეძლებენ, თუმცა თეთრი სახლი განსაზღვრავს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც პატარა სივრცეებში, მაგალითად, ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტთან წვდომა ექნებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.