ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პროცესის დაჩქარების მიზნით იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, ხოლო შეთანხმების კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას მოგვიანებით განიხილავს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, საბოლოო შეთანხმების მიღწევას დრო დასჭირდება.
კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა აშშ შეთანხმების მიღწევის მიზნით მუშაობას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კაცი (ვოლოდიმირ ზელენსკი) რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ აშშ-ის წინადადებას არ დათანხმდა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინის კრიტიკული რესურსების 50%-ს მიიღებდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარის შეთავაზება აქცენტს აშშ-ის ინტერესებზე აკეთებდა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარი არ ყოფილა. „მე ჩვენს ქვეყანას ვერ გავყიდი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.