არქივი3 იანვარი, 2026, 11:11
Reuters - ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.
თვითმხილველებმა კარაკასის თავზე რამდენიმე ვერტმფრენი დააფიქსირეს.
აფეთქებების შემდეგ ქალაქის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად ელექტროენერგია გაითიშა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარაკასის თავზე აშშ-ის არმიის ვერტმფრენები დაფრინავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.