არქივი3 იანვარი, 2026, 22:53
Reuters - ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა

ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დააკავეს, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი რუსეთში გაიქცა.
სამი წყაროს თქმით, დელსი როდრიგესის ძმა, პარლამენტის თავმჯდომარე, ხორხე როდრიგესი კარაკასში იმყოფება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.