ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა “ტელეგრამის” პირად არხზე გამოაქვეყნა.
“დღეს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საჭიროა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად,” - წერს შმიგალი.
მან ასევე შეთანხმების ექვსი საკვანძო პუნქტი აღწერა.
· უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
· უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
· უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
· აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
· ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
· შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.
ასე რომ, არ გაჩნდება არავითარი წინააღმდეგობები ან შეუთავსებლობები ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან,” - წერს შმიგალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.