ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრს აფრთხილებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრს აფრთხილებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრს აფრთხილებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი, დიოსდადო კაბელო გააფრთხილა, რომ შესაძლოა შემდეგი სამიზნე გახდეს და ნიკოლას მადუროს ბედი გაიზიაროს, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებასა და წესრიგის შენარჩუნებაში არ დაეხმარება.
ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ კაბელომ, რომელსაც რეპრესიებისა და როდრიგესთან დაპირისპირების ისტორია აქვს, შესაძლოა, ვენესუელის გარდამავალ პერიოდში ვითარების გართულება გამოიწვიოს.
„ეს კანონის აღსრულების ოპერაციაა და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
ასევე, გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნეების სიაში ვენესუელის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ პადრინოც შედის, რომელსაც, კაბელოსთან ერთად, აშშ-ის მიერ ნარკოტრეფიკინგის ბრალდება აქვს წაყენებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.