არქივი3 იანვარი, 2026, 14:55
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის მთავრობისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ

დონალდ ტრამპის მთავრობისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ, - ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
როდრიგესის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„დონალდ ტრამპის მთავრობისგან სასწრაფოდ მოვითხოვთ პრეზიდენტ მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს“, - განაცხადა როდგირესმა.
მისი თქმით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ვენესუელაში „ბევრი ოფიციალური პირი, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.