ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა

დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სირიის დედაქალაქში აფეთქება იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩება.

ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონი სასტუმროში არ იმყოფებოდა და აფეთქების ხმა არ გაუგია.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა სირიის პრეზიდენტთან აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის მიზნით სასტუმრო აფეთქებამდე დატოვა.

მოგვიანებით, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ემანუელ მაკრონი და აჰმედ ალ-შარაა ერთმანეთს სირიის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში გუშინ ჩავიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.