ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 კმ-ში დაფიქსირდა.

რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მას ოთხი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5.1-დან 5.8 მაგნიტუდამდე იყო.

ცნობისთვის, კამჩატკა მაღალსეისმურ ზონაში მდებარეობს, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.