ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიარეისები გაუქმდა

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიარეისები გაუქმდა

იაპონიის კუნძულ კიუშუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა, რის შედეგადაც კვამლისა და ფერფლის ღრუბელი 4.4 კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში აიჭრა და ათობით ფრენა გაუქმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი საკურაჯიმა, რომელიც ქალაქ კაგოშიმასთან ახლოს მდებარეობს, დღეს სამჯერ ამოიფრქვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს საკურაჯიმას პირველი ამოფრქვევაა თითქმის 13 თვის განმავლობაში.
საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.