არქივი16 სექტემბერი, 2026, 00:04
Reuters - აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს

აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters/ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც ანონიმურად დარჩა, პაკეტში დიდი გამანადგურებელი ძალის “ათობით ათასი ბომბი” შევა.
დაგეგმილი მიყიდვა, რომლის შესახებაც არაოფიციალურად შეატყობინეს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს, რომლებიც იარაღის მიყიდვაზე დიდი კონტრაქტების საკითხებს განიხილავენ, მოიცავს MK 84 ტიპის 20 ათას ბომბას და BLU-117 ტიპის 20 ათას ბომბას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.