ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ექსპორტირებულია 2.3 მილიონი დოლარის მზა საწებლები

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ექსპორტირებულია 2.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (911 ტონა) მზა საწებლები, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით (131 ათასი აშშ დოლარი) აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობთ, ყოველწლიურად მზარდია მზა საწებლების (ძირითადად აჯიკა, პომიდვრის, ტყემლისა და ბროწეულის საწებლები და სოუსები) ექსპორტის ღირებულება.„მზა საწებლების საექსპორტო ფასი 23%-ით გაიზარდა აგვისტოს თვეში და 2.49 $/კგ დაფიქსირდა. მზა საწებლების საექსპორტო ბაზრები მრავალფეროვანია, მიმდინარე 2026 წლის მონაცემების მიხედვით, მზა საწებლები ძირითადად ექსპორტირებულია რუსეთში (324 ტონა), აშშ-ში (159 ტონა), ევროკავშირის ქვეყნებში (139 ტონა), ისრაელში (116 ტონა), აზერბაიჯანში (114 ტონა) და სხვა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.წყარო: 1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.