პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს

Reuters - აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს

აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების სირიის დედაქალაქში მდებარე საჰაერო ბაზაზე განლაგება, დამასკოსა და ისრაელს შორის პოტენციური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებას ხელს შეუწყობს.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ამერიკელი სამხედროების დამასკოში გაგზავნა, თუმცა ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ორშაბათს თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.