საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია. დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ აშოტ ზაქარიანსა და სომხეთის დელაგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ უმასპინძლა. მხარეებმა გაცნობით შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო.
სტუმრები დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ვაზიანში გაიმართა. წვრთნები მოიცავდა ჩხრეკისა და კორდონის, პატრულირების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირის დაცვის ოპერაციებსა და სხვა კომპონენტებს.
საქართველოში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის ვიზიტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს