Reuters – ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო

დასავლეთ ერაყში აშშ-ის კუთვნილი საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ – „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ინციდენტი „არ მომხდარა მტრული ან მეგობრული ცეცხლის გამო“. მათივე განცხადებით, ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”