საუდის არაბეთი ირანის საპასუხოდ "სამხედრო ზომების მიღების უფლებას იტოვებს"
პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი
Reuters
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის საპასუხოდ "საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ზომების მიღების უფლებას იტოვებს."
მისივე თქმით, ნებისმიერი სახის ნდობა, რაც ირანის მიმართ არსებობდა, განადგურდა.
"ირანისგან ამ ზეწოლას საპირისპირო შედეგი ექნება პოლიტიკურად და მორალურად და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ სამხედრო ზომები," - განაცხადა ფარჰანმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საუდის არაბეთი კონფლიქტის დაწყებისთანავე ათასობით ირანული დარტყმის სამიზნე გახდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.