ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Repubblica: "ბარსელონა" "ნაპოლის" კვარაცხელიას სანაცვლოდ ამ თანხის შეთავაზებას გაუკეთებს

Repubblica: "ბარსელონა" "ნაპოლის" კვარაცხელიას სანაცვლოდ ამ თანხის შეთავაზებას გაუკეთებს

იტალიური Repubblica "ბარსელონაში" "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის ახალ დეტალებზე წერს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი "პარტენოპეის" 80 მილიონი ევროს შეთავაზებას გაუკეთებს. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ჩვენებურის მხარეს "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ ოდენობად ჩაწერა სურს.
მოგეხსენებათ, გუშინ იტალიურ და ესპანურ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა.
ქართველი ზაფხულში "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება და მის გარდა ჰანსი ფლიკის სიაში ლეროი სანე, მოჰამედ სალაჰი, ნიკო უილიამსი და რაფაელ ლეაოც არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.