ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" ოსიმენის სანაცვლოდ ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს - დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" ოსიმენის სანაცვლოდ ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს - დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ნაპოლიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებული ფორვარდი ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს და ნეაპოლურ კლუბს 30 მილიონ ევროსა და ჯოშუა ზირკზეს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ნიგერიელის სრულფასოვანი ტრანსფერით გაყიდვას გეგმავს და "მანკუნიანელთა" ნიდერლანდელის ფორვარდით დაინტერესებული არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლი" მზად არის ოსიმენი სხვა გუნდში იანვარშივე გაასხვისოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მსურველი კლუბი მოთამაშის სანაცვლოდ 81 მილიონ ევროს გადაიხდის.
შეგახსენებთ, "იუნაიტედმა" ზირკზე გასულ ზაფხულს, "ბოლონიადან", 42.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა,
ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" რიგებში გამართულ 11 პრემიერლიგურ მატჩში ერთი გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.