იპოთეკა და განვადება
შეიყვანე ბანკის წლიური განაკვეთი: ჩვენ მას არ ვვარაუდობთ.
ეს გამოთვლაა და არა შეთავაზება: ბანკი და დეველოპერი პირობებს თავად ადგენენ. შემოწმებულია ეროვნული ბანკის ზღვრები: სესხი ფასის მაქსიმუმ 90% ლარში და 70% დოლარში; 1 000 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარშია, თუ შემოსავალი მთლიანად დოლარში არ გაქვს; თვიური შენატანი შემოსავლის 25–50% ლარში (20–30% დოლარში). ფასი ლარში ეროვნული ბანკის კურსით: 1$ = 2.5933 ₾.
პროექტის შესახებ
არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების - ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა. ხეთა ჯგუფების მსგავსი - სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისაგან შემდგარი არქიტექტურული კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა. ეს კონცეფცია კიდევ უფრო გამძაფრებულია შენობის თითოეულ სართულზე არსებული ბაღების, ორანჟერეების და მწვანე ნარგავების სიმრავლით. შენობის ექსტერიერის თემატიკა ლეიტმოტივად მიჰყვება აგრეთვე შენობის ინტერიერსაც, სადაც დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს. თითოეულ სართულზე, ლიფტის ჰოლში ან კორიდორში მოხვედრისას ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს. შენობის საერთო სივრცეებში ირაკლი გამრეკელის შემოქმედება დაამშვენებს კედლებს. მხატვრის ნამუშევრები დომუსის არტისტებთან კოლაბორაციის ფარგლებში დაიდებს ბინას კომპლექსში. მრავალფუნქციური, სამუშაო და გასართობი, სივრცე “დავითიანი”კი მრავალფეროვან აქტივობებს უმასპინძლებს: მუსიკალურ საღამოებს, სემინარებსა თუ გამოფენებს. სივრცის სახელის შთაგონების წყაროა შენობის წინ მდებარე დავით გურამიშვილის ძეგლი. კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ყოველდღიურად ისარგებლონ “დავითიანის” სამუშაო სივრცით.
აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.
დომუსი
კომპანია დომუსი 2006 წელს დავაარსეთ და მას შემდეგ განუწყვეტლივ მივისწრაფვით სრულყოფილებისკენ. ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა - ჩვენი მთავარი და უცვლელი ღირებულებებია.
დომუსის ყველა პროექტი (9)მდებარეობა
ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა
მსგავსი პროექტები — თბილისი
წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5933 ₾, 2026-11-20). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.