ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
Apart Vake — აპარტ დეველოპმენტის საცხოვრებელი პროექტი; მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ირ. ციციშვილის 1 შეს., #7. შენდება, ჩაბარება 2030. დეველოპერი ფასს საიტზე არ აქვეყნებს. ბინები: 74 მ²-დან.

პროექტის შესახებ

აპარტ ჯგუფი წარმოგიდგენთ ახალ, პრემიალურ საცხოვრებელ სახლს, „აპარტ ვაკე“, რომლის მშენებლობა 2026 წლის ინვისში დაიწყება და 2029 წლის მარტში დასრულდება. 14-სართულიანი კომპლექსი აშენდება ვაკის შუაგულში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 75-ში (ირ. ციციშვილის 1-ელ შესახვევი, #7) და მოიცავს ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე, დინამიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისა და ოჯახებისთვის. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე - გრძელვადიანი ინვესტიციისთვის. პროექტი განთავსებულია ქალაქის 3 უმნიშვნელოვანესი და პოპულარული სარეკრეაციო ზონის სიახლოვეს, ესენია: ვაკის პარკი, ცენტრალ პარკი და კუს ტბა. გამორჩეული ცენტრალური მდებარეობა საცხოვრებელ სახლს დამატებით ღირებულებას უქმნის. კომპლექსთან მარტივად მოხვდებით ორი მხრიდან: როგორც თამარაშვილის, ისე - ჭავჭავაძის გამზირებიდან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მდებარეობის მიმზიდველობას. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი ექსტერიერი და უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე საფასადე მასალები და ვიტრაჟული სისტემები. აქვე გათვალისწინებულია ექსტერიერში ჰარმონიულად ინტეგრირებული გამწვანებული ელემენტები. პროექტში, თითოეულ სართულზე დაგხვდებათ სხვადასხვა გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ადამიანებზე მორგებული 7 განსხვავებული გეგმარების ბინა 74კვ.მ.-დან. პროექტი აღჭურვილია უახლესი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებით აღჭურვილი სისტემებით, ორი მაღალი ტვირთამწეობის ლიფტითა და ორ სართულზე განთავსებული დახურული ავტოსადგომებით.

აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.

აპარტ დეველოპმენტი

ვაწარმოოთ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული, მათ სურვილებს და საჭიროებებს მორგებული, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, ამასთანავე ხელი შევუწყოთ ძველი თბილისის ურბანულ განვითარებას და განახლებას.

აპარტ დეველოპმენტის ყველა პროექტი (7)

მდებარეობა

ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა

მსგავსი პროექტები — თბილისი

ბიოგრაფი ლივინგი

ლიბრეტო

თბილისი, ვაკე

$4 578მ²-დან≈ ₾11 884
  • ჩაბარება დეკემბერი 2029
  • ბინა $220 043-დან
  • 42,8–131,6 მ²
  • სტუდიო, 2–3 ოთახი

წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5959 ₾, 2026-10-30). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.