ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Prada-ს გაყიდვები 17%-ით გაიზარდა - გამომწვევი მიზეზები

იტალიური, ძვირად ღირებული ბრენდის, Prada-ს წმინდა შემოსავალი 2023 წელს 17%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია მის მფლობელობაში მყოფი Miu Miu ბრენდის გაყიდვების ზრდით.
გუშინ კომპანიამ განაცხადა, რომ წმინდა შემოსავალმა 4,7 მილიარდი ევრო (5,1 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რამაც გაყიდვების 17%-იანი ზრდა აჩვენა
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს, აზიის წყნარი ოკეანის ზონაში გაყიდვები 24%-ით, ხოლო ევროპაში 14%-ით გაიზარდა. ამერიკაში კი გაყიდვები უცვლელი დარჩა.
გასულ წელს Prada-ს კორექტირებული საოპერაციო მოგება 26%-ით გაიზარდა და 1,06 მილიარდ ევროს მიაღწია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.