ჩინეთში Apple-ის iPhone-ის გაყიდვები 24%-ით შემცირდა
კვლევითი ფირმა Counterpoint-ის თანახმად, ჩინეთში 2024 წლის პირველ ექვს კვირაში (წინა წელთან შედარებით), Apple-ის iPhone-ის გაყიდვები 24%-ით დაეცა, ხოლო, იმავე პერიოდში, ჩინურმა Huawei-მ გაყიდვები 64%-ით გაიზარდა.
Counterpoint-ის თქმით,წლის პირველ ექვს კვირაში ასევე დაეცა Vivo-ს, Xiaomi-სა და Oppo-ს გაყიდვები.
„ჩინეთში მოთხოვნის შენელებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს Apple-ის შემოსავალზე, რამაც უკვე გააღიზიანა ინვესტორები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2023 წლის ბოლო სამ თვეში, ჩინეთში Apple-ის გაყიდვებმა $20.82 მილიარდი შეადგინა. (2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი $23,9 მილიარდი).
სამშაბათს, ნიუ-იორკში ბირჟაზე, Apple-ის აქციები 2,8%-ით დაეცა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.