ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Pommery-ის წმინდა მოგება, შამპანურის გაყიდვების შემცირების გამო, მკვეთრად დაეცა

Pommery-ის წმინდა მოგება, შამპანურის გაყიდვების შემცირების გამო, მკვეთრად დაეცა

საფრანგეთში, შამპანურის მეორე უმსხვილესი მწარმოებლის Vranken-Pommery–ის წმინდა მოგება 2024 წლის შედეგებით 6,1 მილიონიდან 800 ათას ევრომდე ანუ დაახლოებით 87%–ით დაეცა ცუდი მოსავლისა და შამპანურის ბაზრის შემცირების გამო. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ აქტივობის შემცირებისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად, შედეგი პოზიტიური დარჩა. "ამჟამინდელი ეკონომიკური პირობები და ბაზრის ტენდენციები გააგრძელებს ზეწოლას ფინანსურ მაჩვენებლებზე. თუმცა, კომპანიის სტრატეგია ექსპორტის განვითარებისა და პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად უნდა დაეხმაროს მარჟის გაუმჯობესებას და ფინანსური შედეგების სტაბილიზაციას მომავალში", - თქვა Vranken-Pommery-მ თავის ანგარიშში.
ვრცლად rbc - ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.