ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში, ტარიფების გამო, აშშ-ში ღვინის გაყიდვების 20%-ით შემცირების რისკზე განაცხადეს

საფრანგეთში, ტარიფების გამო, აშშ-ში ღვინის გაყიდვების 20%-ით შემცირების რისკზე განაცხადეს

ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეერთებულ შტატებში შესაძლოა მინიმუმ 20 პროცენტით შემცირდეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ევროპულ პროდუქტებზე იმპორტის 20 პროცენტიანი გადასახადი შემოიღო, ამის შესახებ საფრანგეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციამ (FEVS) განაცხადა, წერს Reuters.
2 აპრილს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ასოციაციამ უწოდა „კოლოსალური დარტყმა“ ინდუსტრიისთვის, რომელიც ზედიზედ მეორე წელია ექსპორტის შემცირებას აწყდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბიზნესზე აშშ-ში და ამერიკელ მომხმარებლებზე“, - თქვა FEVS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელ პიკარმა.
ვრცლად rbc – ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.