Politico – რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მისი „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო

რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო, – ინფორმაციას Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან 17 იანვარს გამართული შეხვედრის შესახებ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე ესაუბრა.
დიპლომატების განცხადებით, ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის „გონებრივი მდგომარეობით“ შოკირებული დარჩა.
მათივე ცნობით, ფიცომ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის რამდენიმე ლიდერთან არაოფიციალურ შეხვედრაზე გააკეთა და არა ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში.
თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ გამოცემას განუცხადა, რომ „ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა“.
„მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრა პოზიტიური და ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა კელიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა