სტუდენტი – ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრის მზაობა გამოთქვა მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრს შეხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თათა თიბილოვის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრის მზაობა გამოთქვა მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრს შეხვდება.
როგორც სტუდენტმა რექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაბა სამუშია ასევე გეგმავს სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის პოზიციას გაეცნოს.
„6 ადამიანი ვიყავით შეხვედრაზე. შევედით იმ მიზნით, რომ გაგვეჟღერებინა თქვენი მოთხოვნა, რომ გინდათ რექტორ ჯაბა სამუშიასთან. მან ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია. გვითხრა, რომ ელოდება სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის, საბჭოების გადაწყვეტილებას და ყველას პოზიციას. შევთანხმდით იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრსაც შეხვდება, ამის შემდეგ ჩვენთანაც ექნება შეხვედრა, ოღონდ გაფართოებულ რეჟიმში, რომლის გადაღების საშუალებაც გვექნება. სამწუხაროდ, ჯაბა სამუშიამ უარი თქვა, რომ მედია შემოვიდეს შეხვედრაზე და გააშუქონ, მაგრამ ჩვენ გვექნება საშუალება, პირდაპირ რეჟიმში გავაშუქოთ ისე, როგორც გვენდომება“, – განაცხადა სტუდენტმა.
თსუ-ს პირველ კორპუსთან დღეს აქცია გაიმართა. სტუდენტები აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას მოითხოვდნენ, რომელიც ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებას ეხებოდა, თუმცა აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე სტუდენტები არ შეუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად