ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Politico-მ ევროპაში 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

გავლენიანმა გამოცემა Politico-მ ევროპაში 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა.
"ევროპა იცვლება. კონტინენტი აფასებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს, სერიოზულად ეკიდება თავდაცვას... ზოგადად, ეს არის ხელახალი წარმოდგენა იმისა, რას ნიშნავს იყო იყო ევროპელი - და ეს დიდწილად უკრაინელის დამსახურებაა. კომიკოსი გახდა პრეზიდენტი", - წერს ჟურნალი.
რეიტინგის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც ევროპა არა მხოლოდ ენდობა, არამედ აღფრთოვანებულია და ბაძავს - განსხვავებით უკრაინის წინა პრეზიდენტებისგან.
"რაც ზელენსკიმ გააკეთა არის ის, რომ მან დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული..მისი რიტორიკა მკვეთრად ხაზს უსვამს რუსული რეჟიმის ბოროტმოქმედება", - ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, გასულ წელს ჟურნალმა, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი აღიარა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.