Politico-მ ევროპაში 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

გავლენიანმა გამოცემა Politico-მ ევროპაში 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი
დაასახელა.
“ევროპა იცვლება. კონტინენტი აფასებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს, სერიოზულად ეკიდება თავდაცვას… ზოგადად, ეს არის ხელახალი წარმოდგენა იმისა, რას ნიშნავს იყო იყო ევროპელი – და ეს დიდწილად უკრაინელის დამსახურებაა. კომიკოსი გახდა პრეზიდენტი”, – წერს ჟურნალი.
რეიტინგის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც ევროპა არა მხოლოდ ენდობა, არამედ აღფრთოვანებულია და ბაძავს – განსხვავებით უკრაინის წინა პრეზიდენტებისგან.
“რაც ზელენსკიმ გააკეთა არის ის, რომ მან დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი სთან არის დაკავშირებული..მისი რიტორიკა მკვეთრად ხაზს უსვამს რუსული რეჟიმის ბოროტმოქმედება”, – ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, გასულ წელს ჟურნალმა, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ