ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საავიაციო დარტყმის დროს ხარკოვის ჰიპერმარკეტში 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად დაგმო 25 მაისს ხარკოვზე განხორციელებული მორიგი რუსული საავიაციო იერიში. უკრაინის ლიდერის თქმით იერიშის დროს სამშენებლო ჰიპერმარკეტში 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
"ყველა სამსახური უკვე ადგილზეა დახმარების გასაწევად - ხალხის გადასარჩენად და ხანძრის სალიკვიდაციოდ, რომელმაც მთლიანად მოიცვა 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობა. ჩვენთვის ცნობილია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში.
ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და 24 დაშავებულის შესახებ.
უფრო ადრე ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი "ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების" შესახებ იტყობინებოდ.
ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ თავის განცხადებაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაამახვილა ყურადღება უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალების მიწოდების აუცილებლობაზე.
“ყოველდღე მოვუწოდებთ მსოფლიოს: მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი. ამ მხარდაჭერის თაობაზე არმიღებული ყოველი გადაწყვეტილება- ჩვენი ხალხის დაკარგვას ნიშნავს", - დასძინა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.