Politico: ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს დროებითი მმართველი შეიძლება გახდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს დროებითი მმართველი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

საქმე ისაა, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი პრეზიდენტი შარლ მიშელი თანამდებობიდან წასვლას და ევროპარლამენტში კენჭისყრას აპირებს. ვინაიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება, ორბანი მისი დროებითი მმართველი გახდება ევროპული საბჭოს მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე.

ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წლის ივნისში გაიმართება. ივლისში კი უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ევროკავშირის 26 ქვეყანას არ სურს, რომ ორბანმა, თუნდაც დროებით, ეს თანამდებობა დაიკავოს, რადგანაც ევროკავშირსა და ორბანს შორის ბოლო დროს ძალზე დაძაბული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.  ამის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ორბანის ნეგატიური პოზიციაა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა  ევროპარლამენტში კენჭისყრა გადაწყვიტა. არჩევნები 6-9 ივნისს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში ჩატარდება. ბელგიაში კი 9 ივნისს საპარლამენტო და რეგიონული არჩევნებიც ჩატარდება. ვინაიდან კონკურენცია პარტიებს შორის მაღალია, შარლ მიშელმა არჩევნებზე ბელგიის ლიბერალ-რეფორმატორული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას