ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გაზეთის რესპოდენტების თქმით, მარიო დრაგის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, შარლ მიშელის მემკვიდრე. ამას გარდა, ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ეს ასევე დამოკიდებულია ევროპული არჩევნების შედეგებზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის არიან ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრები პედრო სანჩესი და დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკ-სენი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, დროებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, ვინაიდან 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე