Politico – ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი, 18 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ

ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტესა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა მას გერმანიის კანცლერი , საფრანგეთის პრეზიდენტი , პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი დაესწრებიან.
ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმატებისა და ევროპული სამშვიდობო მისიის შექმნის შესახებ იმსჯელებენ.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ მომავალ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერიც მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა