ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი თბილისს 18 დეკემბერს ეწვევა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ოფიციალურ ვიზიტით თბილისს 18 დეკემბერს ეწვევა. ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

გენერალურ მდივანთან ერთად, თბილისში ჩამოვა როგორც გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების მიმართულებით გენერალური დირექტორი.

ევროპის საბჭოს ცნობით, ვიზიტი საქართველოში არსებული ძლიერი დაძაბულობის, პოლიტიკური დებატების პოლარიზაციისა და ბოლო კვირების მანძილზე გამწვავებული ძალადობის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ფონზე დაიგეგმა.

მათივე თქმით, ვიზიტის მიზანია, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი: კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ!