ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს, რაც ანკარაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს მოყვა.
კონკრეტული დეტალები უცნობია.




