არქივი19 მარტი, 2025, 16:41
Pfizer–მა ბრიტანული Haleon-ის დარჩენილი წილი 2,5 მილიარდ ფუნტად გაყიდა

ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer Inc-მა გაყიდა თავისი დარჩენილი წილი – 7,3% ბრიტანულ ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და პირადი მოვლის საშუალებების მწარმოებელ კომპანია Haleon-ში 2,5 მილიარდ ფუნტად (3,25 მილიარდი აშშ დოლარი), იუწყება MarketWatch.
სულ 618 მილიონი აქცია გაიყიდა 385 პენსად თითო აქცია, რაც 1.6%-ით ნაკლებია სამშაბათს მათი დახურვის ფასთან შედარებით. Haleon–მა იგივე ფასად იყიდა Pfizer-ისგან საკუთარი 44 მილიონი აქცია - დაახლოებით 170 მილიონი ფუნტად.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.