ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოციალური ქსელი X არსებული აქციების გაყიდვის ფარგლებში 44 მილიარდ დოლარად შეაფასეს

სოციალური ქსელი X არსებული აქციების გაყიდვის ფარგლებში 44 მილიარდ დოლარად შეაფასეს

ინვესტორებმა სოციალური ქსელი X (ყოფილი Twitter) 44 მილიარდ დოლარად შეაფასეს არსებული აქციების გაყიდვის ფარგლებში, ამ თვის დასაწყისში, იტყობინება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
კომპანიის ინვესტორები არიან Andreessen Horowitz, Sequoia Capital, 8VC, Goanna Capital და Fidelity Investments. არ არის დაკონკრეტებული, გაყიდა თუ არა რომელიმე მათგანმა აქციები.
X ასევე მუშაობს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მიზიდვაზე ახალი აქციების გაყიდვით. მოსალოდნელია, რომ თანხები გამოყენებული იქნება 1 მილიარდ დოლარზე მეტი უმცროსი დავალიანების დასაფარად, რომელიც ილონ მასკმა 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად Twitter-ის შესაძენად მიიზიდა.
ახალი აქციების გაყიდვა X-ს დაეხმარება „გაწმინდოს თავისი ბოლო ვალები“, განუცხადა გაზეთს საინვესტიციო რაუნდის ორგანიზაციასთან დაახლოებული საბანკო წრეების წყარომ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.