შალვა პაპუაშვილი: „ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება. მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანა, რომელსაც ცოდნის შექმნა შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ განვითარებას. მან მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილეზე აღნიშნა, რომ მეცნიერება სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია.