“ერთში რამდენიმე კვირაში აღადგენენ სასწავლო პროცესს, მეორეში კი არა. რატომ მოხდა ასე?” – სიმონ ჯანაშია
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აფასებს ორი სკოლის მაგალითს, რომლებსაც ავარიულობის გამო დანგრევა დაუწესეს. მისი თქმით, იმ სკოლაში, სადაც პროტესტი უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, სასწავლო პროცესი მალე აღდგება, ხოლო მეორე სკოლაში, სადაც ძირითადად მხოლოდ მშობლები პროტესტებდნენ, ეს ასე არ არის.

განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია:
ორი სკოლა, ორივეს უთხრეს რომ დასანგრევი იყო, ორივემ გააპროტესტა, ერთში რამდენიმე კვირაში აღადგენენ სასწავლო პროცესს, მეორეში კი არა. რატომ მოხდა ასე?
პასუხი აქ არის: ერთი სკოლის პროტესტი მოიცავდა მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს, საზოგადოების უფრო ფართო ჯგუფს, კურსდამთავრებულებს, მედიას, გავლენიან ადამიანებს, პოლიტიკურ ჯგუფებს. მეორის პროტესტში კი ძირითადად მშობლები იყვნენ ჩართული. მასწავლებლების ხმაც ნაკლებად ისმოდა. ერთ სკოლას უფრო მეტად ჰქონდა გამოკვეთილი თავისი საგანმანათლებლო იდენტობა, პროგრამების თავისებურება, მეორეს კი – ნაკლებად.
კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ნებისმიერი სკოლისთვის, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. მთავარი საფრთხე, სინამდვილეში ქართული ოცნების უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმია, რომელიც ჯერჯერობით არსად წასულა.
რა ბედი ელის თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლას – სამინისტროს გადაწყვეტილება ცნობილია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.