,, დღეს პარლამენტმა მაგრად იყოჩაღა… საღოლ, ძმაო, კარგად მუშაობთ!“ – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის განცხადებით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც სემეკს გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესების უფლება მიანიჭა, ხოლო მეორე კანონით აზარტული თამაშების ტურნირის მოწყობა გაამარტივა.