დავით ქართველიშვილი: „უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში – პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე“
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ირონიულ პოსტში ოპოზიციის აქციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მომდევნო 30 დღეში მსოფლიოში სამი მოვლენაა დაგეგმილი: ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში და ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები საქართველოში.