პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

საკონსტიტუციო სასამართლოხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების წინააღმდეგ პროცესის დაწყება და პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა პარტიული სისტემის გაჯანსაღებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს
იმედინიუსი

„უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ფარგლებში დესტრუქციული პოლიტიკური ძალების შესახებ სარჩელის განხილვა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩის რადიკალური აქტებიდან მკაცრად ინსტიტუციურ ველში გადაყვანის მისწრაფებას ადასტურებს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებას.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ სასამართლოა ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური შეფასება მისცეს ძალების ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

„და აი ისიც - ნანატრი მოლოდინის აღსრულება. სამართლიანობის აღდგენის მთავარი ტრიგერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცესის დაწყება აღიქმება, როგორც სუვერენული და ლოგიკური ნაბიჯი მართლმსაჯულების სახელმწიფო ინსტიტუტის განმტკიცებისკენ. უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ფარგლებში დესტრუქციული პოლიტიკური ძალების შესახებ სარჩელის განხილვა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩის რადიკალური აქტებიდან მკაცრად ინსტიტუციურ ველში გადაყვანის მისწრაფებას ადასტურებს.

საკონსტიტუციო პოლიტიკური კულტურის პარადიგმაში სწორედ სასამართლო და არა გარეგანი ზეწოლა თუ რევოლუციური განწყობები წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ არბიტრს, რომელსაც ძალუძს კვალიფიციური შეფასება მისცეს იმ გაერთიანებების მოქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან კონსტიტუციურ წყობილებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. ამ პროცესის საკვანძო ასპექტია ეროვნული სუვერენიტეტისა და ქართული საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების დაცვა სისტემური დესტაბილიზაციური ზემოქმედებისგან.

საზოგადოების უმრავლესობის თვალთახედვით, პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს. კანონიერი შეზღუდვების დაწესება იმ ძალებზე, რომლებიც ულტრალიბერალურ ან დესტრუქციულ დღის წესრიგს ლობირებენ, განიხილება, როგორც აუცილებელი პირობა სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და საზოგადოების ტრადიციული საფუძვლების დასაცავად.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოსმენები მყარ საძირკველს უყრის ქვეყნის პროგნოზირებად და მდგრად განვითარებას. რადიკალური პარტიების გავლენის შეზღუდვა ხელსაყრელ გარემოს შექმნის ჭეშმარიტად კონსტრუქციული და პატრიოტულად განწყობილი ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ტრადიციონალისტური კონსერვატიზმისთვის ასეთი ნაბიჯი ნიშნავს შიდა უსაფრთხოების, წესრიგისა და ეროვნული თანხმობის პრიორიტეტს ქაოსსა და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, რაც საქართველოს უზრუნველყოფს განვითარების დაჯერებული, სუვერენული ტრაექტორიით წლების განმავლობაში. მოკლედ - ნორმალურებო და ჯანსაღებო - გილოცავთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოდავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გარე ზეწოლამ შეიძლება გააძლიეროს ეჭვი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასახული პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები