პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: „ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა – რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია“

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსული საწვავის მიმართ ინტერესი გამოხატა, რადგან მოსკოვში ბენზინისა და დიზელის ფასი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით დაბალია.

დავით ქართველიშვილი: „ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა – რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია“
POSTV

რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დაბალი ფასი იყოს.

დავით ქართველიშვილს მაგალითად რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს, სადაც საწვავის ფასი რუსულისას თითქმის სამჯერ აღემატება და მათ შორისაა გერმანია, რომელიც ღიად გამოთქვამს ინტერესს ამ ბაზრის მიმართ.

„შეიძლება დაგაინტერესოთ და მიხვდებით, ამერიკის მსგავსად რატომ დაიწყო უკვე დღეს გერმანიამაც ენერგოწუწუნი: ჩვენც გვინდაო რუსული საწვავი. მოდით შევადაროთ მოსკოვის ფასები – ევროპულს, და ბოლოს ჩვენი თბილისური ტკივილიც გავიზიაროთ. მაშ ასე, 2026 წლის 16 ოქტომბერი (ფასები მომყავს პირდაპირ ლარების ექვივალენტში):

მოსკოვი: ბენზინი პრემიუმი (95) – 2,45 ₾; დიზელი – 2,58 ₾

პარიზი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,43 ₾; დიზელი – 6,78 ₾

ბერლინი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,43 ₾; დიზელი – 6,61 ₾

ათენი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,40 ₾; დიზელი – 6,17 ₾

ბუდაპეშტი: ბენზინი პრემიუმი (95) – 5,09 ₾; დიზელი – 5,65 ₾

კოპენჰაგენი: ბენზინი პრემიუმი (95) – 7,74 ₾; დიზელი – 7,30 ₾

თბილისი: ბენზინი პრემიუმი (95) – 4,28 ₾; დიზელი – 4,96 ₾,“- წერს დავით ქართველიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს - გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები