პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: „უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში – პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე“

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ირონიულ პოსტში ოპოზიციის აქციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მომდევნო 30 დღეში მსოფლიოში სამი მოვლენაა დაგეგმილი: ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში და ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები საქართველოში.

დავით ქართველიშვილი: „უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში – პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე“
POSTV

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს.

„უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში.

უმნიშვნელოთი დავიწყოთ: ჩინეთში ერთმანეთს შეხვდება მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერი – დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი.

ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები უკვე რაცხავენ ამ შეხვედრას, როგორც „იალტა 2.0-ის“ დონის მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებსაც გადიან ამჟამად – ხან ნორვეგიაში, ხან რუსეთში. ამ შეხვედრას ეხმაურება, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც არ გამორიცხა ქვეყნის 75%-ის გადასარჩენად 25%-ის დროებით დათმობაზე თანხმობა.

ეს არის ამ უმნიშვნელო ღონისძიებების მოკლე ანონსი. ახლა კი მნიშვნელოვანს დავუბრუნდეთ: ქართული რადიკალური ოპოზიციის 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მრავალრიცხოვანი, ხოლო 28 ნოემბერს – გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომლებსაც, ივანიშვილის დაკვეთით, „დიდი სამეულის“ შეხვედრით ცდილობენ გადაფარონ, რაც „რუსულ რეჟიმს“, რა თქმა უნდა, არ გამოუვა.

ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს შორის ასევე პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე. ასე რომ, „არ გადართოთ“ – ცხელი შემოდგომა მხოლოდ ახლა კრეფს თავის დუღილის გრადუსს. დაკანცა!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით ქართველიშვილი: უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი - ჩინეთში და ორი - საქართველოში - პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები - ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: „როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის საიუბილეო თარიღისთვის ემზადება, სახელმწიფო დღისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები