Bloomberg: ნატო რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი გამარჯვების სტრატეგიას ამუშავებს
ბლუმბერგის ინფორმაციით, ნატო მუშაობს სტრატეგიაზე „გამარჯვების თეორია“, რომელიც რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი გამარჯვების მიღწევის სცენარს ითვალისწინებს. დოკუმენტს გენერალი ალექსუს გრინკევიჩი პოლონეთში წარადგენს, ხოლო მიზანი მოკავშირეების თავდაცვის სექტორში ინვესტიციებისკენ წახალისება და ტრადიციული შეიარაღების ახალ შესაძლებლობებთან ინტეგრაციაა.