ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკ რუტე: უცნაურია, როცა ევროპაში მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული

ნატო

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპამ უსაფრთხოების საკითხებში სხვებზე დამოკიდებულება უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, პარადოქსულია, როდესაც ევროპაში მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი რუსეთისგან თავის დასაცავად აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული.

მარკ რუტე: უცნაურია, როცა ევროპაში მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული
მარკ რუტე: უცნაურია, როცა ევროპაში მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებულირუსთავი 2

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპამ უსაფრთხოების საკითხებში სხვებზე დამოკიდებულება უნდა შეწყვიტოს და საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს.

როგორც რუტემ აღნიშნა, უცნაურია, როდესაც 600 მილიონი ევროპელი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული.

"რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები - ანადგურებენ ირანის ბირთვულ პოტენციალს? იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. მაგრამ მომავალში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპელებს ამის გაკეთება თავადაც შეგვიძლია“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში არსებული ვითარება პარადოქსულია.

"ცოტა უცნაურია, როცა ევროპაში, ნატოს ტერიტორიაზე მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი იმისათვის, რომ აქ, ევროპაში 140 მილიონი რუსისგან დავიცვათ თავი, ვეყრდნობით ქვეყანას, რომელიც აქედან 6-8 საათის ფრენის მანძილზეა და 340 მილიონი მოსახლე ჰყავს, რომ გვიცავს რუსებისგან. ჩვენ ეს თავადაც უნდა შევძლოთ. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ ახლა“, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები - ანადგურებენ ირანის ბირთვულ პოტენციალს? იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. მაგრამ მომავალში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპელებს ამის გაკეთება თავადაც შეგვიძლია“
„ცოტა უცნაურია, როცა ევროპაში, ნატოს ტერიტორიაზე მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი იმისათვის, რომ აქ, ევროპაში 140 მილიონი რუსისგან დავიცვათ თავი, ვეყრდნობით ქვეყანას, რომელიც აქედან 6-8 საათის ფრენის მანძილზეა და 340 მილიონი მოსახლე ჰყავს, რომ გვიცავს რუსებისგან. ჩვენ ეს თავადაც უნდა შევძლოთ. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ ახლა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნატოს გენერალური მდივანი: არც სწორია და არც რეალისტური, ველოდოთ ასე ბევრს ერთი ქვეყნისგან - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ქვეყანა შეერთებული შტატებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები