მამუკა ფიფია
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
თბილისს დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს - ზახაროვა
ზახაროვას განცხადებით, თბილისს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მიუმართავს. მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრას არაფერი აქვს საერთო ურთიერთობების აღდგენასთან ან ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებასთან.
რუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
რუსეთის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერის ახალ სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი შედგა, მისი კოლეგა კი მიხაილ გალუზინი იქნება. მოსკოვში აცხადებენ, რომ პირდაპირი არხი ეკონომიკისა და ტრანსპორტისთვის აღდგება, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები არ განიხილება.
„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, რუსმა ინსპექტორებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და საექსპორტო ობიექტები შეამოწმეს. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვიზიტის შედეგებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ძებნილი ოთარ ფარცხალაძის გზავნილები - თბილისში პირველი შეფასებები კეთდება
ოპოზიცია ძებნილი და სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინტერვიუს აფასებს და ამტკიცებს, რომ მისი გააქტიურება რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მცდელობას ემსახურება.
„ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თბილისში ინტერესთა სექციის ნაცვლად საელჩოს ქონას ისურვებდა და ბიზნესმენ მამუკა ფიფიას მიერ დაფუძნებული ფონდის ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
დაღესტანში 80-მდე ცალი ქართული „კოკა-კოლა“ გაანადგურეს
დაღესტანში შემოწმების შედეგად საქართველოში წარმოებული 80-მდე „კოკა-კოლა“ გაანადგურეს. რუსეთმა შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია დროებით აკრძალა, რასაც თემურ ჭყონია „რუსული პოლიტიკის ნაწილს“ უწოდებს.
მამუკა ფიფია: თუ პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის მხარდაჭერა გვექნება, იგეგმება რუსულ-სლავური უნივერსიტეტის გახსნაც
მამუკა ფიფია: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის და არა – რუსების. რუსები როგორმე აიტანენ იმას, თუ საქართველოში რუსულად კარგად ვერ ისაუბრებენ, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, რადგან არსებობენ აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, ბელარუსები, მოლდოველები – ყველა მათგანი რუსულად საუბრობს.
„არ ვიცი, რატომ მოვხვდით სიაში“ - "ასკანელის" მფლობელის ძმა რუსულ ემბარგოზე კომენტარისგან თავს იკავებს
რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებლის ძმა, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ არ იცის, რა მიზეზით მოხვდა მისი ძმის კომპანია რუსული სანქციის ქვეშ.
თეოდორე კრეჩეტოვი: რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა
რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა, ამის შესახებ რუსეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე კრეჩეტოვმა მამუკა ფიფიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრაზე განაცხადა. კრეჩეტოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება ქართულ დელეგაციაში.
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში
საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, პარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათები დაამტკიცა, ხოლო გაზისა და წყლის მოხმარებაზე საფეხურებრივი ტარიფის შემოღება იგეგმება.